მეზობლობის საერთაშორისო დღე: როგორ აღინიშნა ეს დღე საქართველოში

ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც ყოველდღიურ ყოფას მეტად კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. ზუსტად ეს ზრუნვა აყალიბებს მეზობლობასაც, რომელიც ბევრისთვის შესაძლოა, უბრალოდ, საერთო სივრცეში ცხოვრება იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ის აყალიბებს მჭიდრო, ერთიან და შეკრულ, ისეთ საზოგადოებას, სადაც თითოეული ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას საერთო სივრცისა და ერთმანეთის მიმართ.
სწორედ ამ ურთიერთობების აღსანიშნად, მეზობლობის დღე პირველად პარიზში 1999 წელს აღინიშნა, რის შემდეგაც ეს დღე დასავლეთის ქვეყნებში უკვე ტრადიციად იქცა. საქართველოში კი პირველად 2024 წელს სითიქომის ინიციატივით დაიწყო ეს ტრადიცია.
სითიქომი, როგორც პირველი ქართული სამეზობლოების ციფრული პლატფორმა, 2017 წლიდან ეხმარება მეზობლებს საერთოზე ზრუნვასა და კომუნიკაციაში. პლატფორმა საშუალებას აძლევს მეზობლებს, სრულიად გამჭირვალედ ადევნონ თვალი კორპუსის შემოსავლებსა და ხარჯებს, დააგროვონ თანხა მეტად მასშტაბური სურვილებისთვის, დაიქირავონ სასურველი სერვისების სპეციალისტები, გააერთიანონ მეზობლები ერთ სივრცეში და ჩაატარონ გამოკითხვა / არჩევნები.
მეზობლობის საერთაშორისო დღის აღნიშვნამდე სითიქომმა ციფრულ სივრცეში კამპანია წამოიწყო, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის მთავარი კითხვა იყო: „რომელი მეზობელი ხარ?“. მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, სახალისო ქვიზის საშუალებით გაეგოთ, რომელი ტიპური მეზობლის არქეტიპი შეეფერებოდათ. კამპანიის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა პერსონაჟები – ნანული, შიმშილა, ეკა, აკაკი, სანდრო, ძიმა, მარი, ლევანი, ნათია, ცუგო – რომლებიც თითქმის ყველა სამეზობლოში შეგხვდებათ. თუმცა ამ აქტივობას მხოლოდ ციფრული სივრცე არ მოუცვია, ამ დღის შესახებ გაშუქდა როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოშიც.
საბოლოოდ კი, 28 სექტემბერს „თბილისი მოლში“ სითიქომმა მეზობლობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნა, მთავარი სიურპრიზი კი ცნობილი სახეების, თათული ედიშერაშვილის, თამუნა ნიკოლაძისა და ელენიკო რუხაძის სტუმრობა იყო, რომლებთან ერთადაც მეზობლებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთი გაეცნოთ, გაეხსენებინათ სამეზობლოში მომხდარი სახალისო ისტორიები და ჩართულიყვნენ მრავალ აქტივობაში.
ღონისძიებამ ინსპირაცია მისცა სხვა სამეზობლოებსაც, აღენიშნათ ეს დღე.
თუ წელს გამოგრჩა მეზობლობის დღე, მოინიშნე კალენდარში შემდეგი წლისთვის!