სამეზობლოს პირველი ქართული

თვალი ადევნე შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავე სასურველი სერვისების სპეციალისტები და გააერთიანე მეზობლები ერთ სივრცეში
სამეზობლოს ციფრული სივრცე
სამეზობლოს ფინანსების მართვის ციფრული სივრცე, რომლის დახმარებითაც კორპუსის საჭიროებების მოგვარება უფრო მოქნილი და კომფორტული ხდება
სითი პორტალი
კორპუსის მენეჯერების ციფრული სივრცე, რომლის მეშვეობითაც მარტივად და გამჭირვალედ არის შესაძლებელი კორპუსის ბიუჯეტის განკარგვა, მეზობლების და სერვის პროვაიდერების ორგანიზება
არჩევნები
სივრცე, სადაც სამეზობლოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება თუ კორპუსის მენეჯერის შერჩევა ონლაინ, სამართლიანი არჩევნების პრინციპით შეუძლიათ
გამოიყენე ერთი ბარათი სადარბაზოს კარის გასაღებად და ლიფტით მგზავრობისთვის
როგორ დგინდება სამეზობლოს ინდივიდუალური საწევრო?



მეზობლებმა საერთოზე ზრუნვისთვის უკვე შეაგროვეს



სითიქომელები
გაიგე მეტი სითიქომელი მეზობლებისა და მათი ინიციატივების შესახებ
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
სახელი გვარი
დანელიას სამეზობლო
ბლოგი
სითიქომელი მეზობლები, საინტერესო სიახლეები, ინოვაციები და მეტი...
სითიქომი – სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული…
მეზობლობის საერთაშორისო დღე: როგორ აღინიშნა ეს…
ხშირად დასმული კითხვები
1. როგორ დამეხმარება სითიქომი სამეზობლოში?
შენი კორპუსი შენს სმარტფონშია!
სითიქომის ციფრულ სივრცეში მეზობლებს შეუძლიათ სამეზობლოს საერთო თანხები სმარტფონიდანვე გამჭირვალედ შეაგროვონ და განკარონ სამეზობლოს საერთო მიზნებისთვის.
2. რა არის თვიური გადასახადი?
მეზობლების ყოველთვიური საწევრო ყველა სამეზობლოსთვის ინდივიდუალურად ითვლება, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ფორმულა ასეთია, სამეზობლოს ჯამური ხარჯების თანაფარდობა აქტიური მეზობლების რაოდენობასთან = სამეზობლოს საწევროს
საწევრო მოიცავს როგორც სამეზობლოს მიმდინარე სრულ ხარჯებს, ასევე დამატებით თანხას, რომელიც ეტაპობრივად გროვდება სამეზობლოს სამომავლო მიზნებისთვის.
3. რა მოხდება თუ მეზობელი არ გადაიხდის თანხას?
გადაუხდელობის შემთხვევაში სითიქომელ მეზობელს დროებით შეეზღუდება ლიფტით სარგებლობა და დაეკისრება 3₾-იანი ჯარიმა. ეს ბერკეტი შექმნილი არის იმისთვის, რომ სამეზობლოს საერთო ხარჯების დაფარვა შეუფერხებლად გაგრძელდეს.
4. როგორ შეგვიძლია შევარჩიოთ კორპუსის მენეჯერი სამეზობლოსთვის?
თუ შენს სამეზობლოს ჯერ არ ჰყავს კორპუსის მენეჯერი, ამის შეცვლას მარტივად შეძლებ სითიქომის არჩევნების ფუნქციონალით.
შენ და შენი მეზობლები დისტანციურად ჩაერთებით გამჭვირვალე და ობიექტურ პროცესში – სმს-ის სახით მიიღებთ ბმულს, სადაც ნახავთ კანდიდატების შესახებ მოკლე ინფორმაციას, ხმის მიცემა კი იქვე, ერთი კლიკით შეძლებთ.
5. პროვაიდერების მოძებნას სად შევძლებ?
შენი სამეზობლოსთვის სასურველი სერვისის პროვაიდერის შერჩევა სითიქომის სერვისების მარკეტზე შეგიძლია, სადაც სითიქომელი მეზობლების მიერ რეკომენდებული 3000-მდე მომწოდებლის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
სერვისების მარკეტზე მყოფი პროვაიდერები თავად იღებენ თავიანთ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობას, ვინაიდან ისინი სითიქომისგან დამოუკიდებლად მუშაობენ.
6. როგორ უნდა მოვიქცე, თუ სერვის პროვაიდერით არ ვარ კმაყოფილი?
თუ შენი სამეზობლოს სერვისის მომწოდებლით არ ხარ კმაყოფილი, მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჩვენი გუნდის დახმარებით.
თუ ხარ კორპუსის მენეჯერი, დაუკავშირდი შენი სამეზობლოს პირად მენეჯერს. ის აუცილებლად დაგეხმარება შენი სამეზობლოსთვის სწორი პროვაიდერის შერჩევაში.
თუ ხარ მეზობელი, მიმართე კორპუსის მენეჯერს ამ საკითხთან დაკავშირებით.
7. სად შევიძენ სითიქომის ბარათს?
სანახავად გადადი 👉 https://link.citycom.ge/partner
8. ვის უნდა დავუკავშირდე შეკითხვების შემთხვევაში?
თუ ხარ მეზობელი – შეკითხვების შემთხვევაში გაესაუბრე კორპუსის მენეჯერს ან დაგვიკავშირდი ცხელი ხაზის / სოციალური ქსელების დახმარებით
ცხელი ხაზის ნომერია – 2 23 24 25
თუ ხარ კორპუსის მენეჯერი – შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდი შენი სამეზობლოს პირად მენეჯერს
სამუშაო საათებია – ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
9. როგორ უნდა მოვიქცე, თუ საბარათე სისტემას ხარვეზი შეექმნა?
ლიფტის ან კარის საბარათე სისტემის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე – 2 23 24 25.
მაგრამ გაითვალისწინე, სითიქომი პასუხისმგებელია მხოლოდ საბარათე სისტემის მოწყობილობის ტექნიკურ გამართულობაზე და არა უშუალოდ ლიფტის ან კარის ფიზიკურ დაზიანებაზე.

